09:47 - 11 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 09:53:44, 387 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დაკავება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.

როგორც TASS-ი წერს, სავარაუდოდ, ქრთამის სახით აღებული თანხა მილიონ რუბლს შეადგენს, რის გამოც, ივანოვს, შესაძლოა, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

პროპაგანდისტული მედია ავრცელებს საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნის დაკავების საქმესთან დაკავშირებით "შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს".

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ გააფრთხილეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონპროექტი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება
კობახიძე - კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება
შსს - ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ მელიასგან, ელისაშვილისგან, გვარამიასგან, ვაშაძისგან, ჯაფარიძისგან 1 200 ლარი მიიღო
კალაძე - საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics