22:21 - 11 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 10:26:45, 692 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი" და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას.

როგორც ჯო ბაიდენი თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, უკრაინის დახმარების კანონპროექტს ხელს ხვალ მოაწერს.

„როგორც კი ხვალ ჩემს მაგიდასთან მივალ, მე მოვაწერ ხელს ამ კანონპროექტს, რათა ამ კვირაში დავიწყოთ უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ დახმარება „გადაუდებლად აუცილებელია, უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან დაუღალავი დაბომბვის წინაშე დგას; ისრაელისთვის, რომელიც ახლახანს შეეჯახა ირანის უპრეცედენტო თავდასხმებს; ლტოლვილებისთვის და კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის ღაზაში, სუდანსა და ჰაიტიში; და ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც ეძებენ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ინდო-წყნარ ოკეანეში“.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. პაკეტის მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, საიდანაც 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის, 26 - ისრაელისთვის, ხოლო 8 - ტაივანისთვის გამოიყო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
ხაბეიშვილი - სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ვეღარ გამთელდებიან
რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით „ევროპის მარში“ იმართება
მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობა მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics