2024-04-24 12:50:30, 353 ნახვა
მსოფლიო
პავილიონისი - „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვს
„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პავილიონისის ცნობით, ეს ქვეყნებია: ბელგია, ბულგარეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია. „საერთო ჯამში უკვე 20 ევროპელი თავმჯდომარე გამოხატავს პროტესტს საქართველოში რუსული კანონის მიმართ“, - წერს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. შეგახსენებთ, 3 აპრილს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 5 აპრილს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დასავლური ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მოუწოდეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, მოეხნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან მათი თქმით, ამ „კანონპროექტის წარდგენა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს ძირს უთხრის“. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჭიაბერაშვილი - საქართველო გზის გასაყარზეა - ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან, უნდა შეწყდეს
საპატრიარქო - ქაშვეთი აქციების დროს, ღამით, ღია აღარ იქნება
„ექსპო ჯორჯიადან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა მიმდინარეობს
ლანდსბერგისი - სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა - დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|