2024-04-25 16:17:08, 357 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, რამდენიმე ევროპარლამენტარს ქართველი ხალხის წინააღმდეგ კამპანია აქვს წარმოწყებული. "ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო. რა სანქციებზეა საუბარი, როცა ასეთი ზედაპირულობა აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთი რუსული პროპაგანდის წინადადება ამოვიკითხეთ პროექტში. მოლაპარაკებების დაწყება-არდაწყებაზე, სანქციებზე იღებს ევროპის საბჭო. ეს არის რამდენიმე დეპუტატის მიერ წამოწყებული ის კამპანია, რომელსაც ისინი დიდი ხანია, აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუციას, სადაც უარესები ეწერა - სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მოგვიწოდებდნენ სანქციები დაგვეწესებინა ან ევროკავშირს დაეწესებინა, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოეცათ, ესეც ეწერა. ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. ივნისში არჩევნებია ევროპარლამენტის და იმედი მაქვს, ევროკავშირის მოქალაქეები უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებენ და მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს“,- თქვა პაპუაშვილმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|