2024-04-25 18:41:33, 280 ნახვა
საზოგადოება
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიეზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. არასამთავრობო ორგანიზაციები, აცხადებენ, რომ არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან "ღირსების შემლახავ რეესტრში". ამასთან, არასამთავრობოები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. „სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს. ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატო-ს, გაერო-ს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე; გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად. სწორედ ამ ხალხის 80 პროცენტი, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. „ქართული ოცნება“ კი ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით ხელისუფლება ცდილობს, წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ, როცა ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის: არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|