10:16 - 13 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 15:58:15, 315 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს

ორშაბათს, 29 აპრილს 09:00 საათზე „ქართული ოცნება“  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, მმართველი პარტია აღნიშნულ კანონპროექტს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მე-2 მოსმენით განიხილავს.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.

8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.

15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.

16 აპრილს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა.

17 აპრილს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სსს - სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დავიწყეთ
შსს განცხადებას ავრცელებს
შსს - დაკავებულია 20 პირი, მათგან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics