18:59 - 10 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-27 16:07:40, 246 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ჩეხეთში იმყოფებოდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთან, გარემოს დაცვის ინსპექციასა და გარემოს დაცვის სახელმწიფო ფონდთან. შეხვედრებზე მხარეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე იმსჯელეს.

"საქართველოს დელეგაციის წევრებმა ჩეხი კოლეგებისგან რეკომენდაციები მიიღეს დაზიანებული ტერიტორიების აღდგენის ღონისძიებების და რისკების ანალიზის ჩატარების მეთოდოლოგიის მიმართულებით, გაეცნენ გარემოს დაცვის ფონდის საქმიანობას, მის სტრუქტურულ მოწყობას, დაფინანსების წყაროებს და პროექტების დაფინანსების სქემებს, იმსჯელეს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და საკანონმდებლო საკითხებზე, კანონმდებლობის აღსრულების ნაწილში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

დელეგაციის წევრებმა ლიტვინოვის ნავთობის გადამმუშავებელ ქარხანა „უნიპეტროლში" და მინის (ბროლის) წარმოების ყოფილ საწარმო „ელიაშკაში" დაზიანებული ტერიტორიები დაათვალიერეს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, განხორციელებულ აღდგენით პროცესებს და მიღწეულ შედეგებს გაეცნენ, განიხილეს არსებული გამოწვევები და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად განსახორციელებელი ქმედებები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ გაიზიარა ევროპული დირექტივების შესაბამისი საუკეთესო გამოცდილება და ორ მხარეს შორის დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ჰაერის ხარისხის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული აქტივობები დადებითად შეფასდა ევროკავშირის მოხსენებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გირჩი“ - „გირჩი TV“-ს თანამშრომელს, გიორგი მოსიაშვილს კრიმინალურმა პოლიციამ საკუთარი სახლში მიაკითხა - სად გადაიყვანეს უცნობია
პაპუაშვილი - საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ექვსი პირიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა - ვულოცავ ე.წ. ანტირუსულ აქციას
პაპუაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა
ფიშერი - ძალადობა და დაშინება მიუღებელია - დემოკრატია მოითხოვს არა ძალადობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics