04:49 - 10 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-27 20:48:37, 352 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია -არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ვიქნებით უკომპრომისოები

ჰომოფობიური საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე მოძრაობა, „ქართული კინო საფრთხეშია“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ არ დაუშვებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას:

"ათ თვეზე მეტია კინემატოგრაფისტები, ფაქტებზე დაყრდნობით,  ვაცხადებთ, რომ ქართული თანამედროვე კინო ცენზურის საფრთხის ქვეშაა.  დღეს კი, რუსული კანონის კვალდაკვალ, ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზე განიხილება.
 „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“  საკონსტიტუციო კანონპროექტის საჯარო განხილვისას, მმართველი პარტიის წევრები დაუფარავად საუბრობენ ცენზურის საჭიროებაზე:

„ამ საკითხს  დაარეგულირებენ შესაბამისი სამსახურები..” – ანრი ოხანაშვილი.

„...ასევე შეიძლება გააკეთო იმგვარად რომ ეს ნაწილი იყოს ამოღებული.. ჩვენ ამას რომ ვსწავლობდით, მე პირადად მაშინ გავიგე ბევრი ძალიან ცნობილი ფილმის შესახებ, რომლებიც იმ პერიოდში [საბჭოთა კავშირის დროს] თურმე ყოფილა ნახევარი საათით მეტი, ორსაათიანი ფილმი რომ გვაქვს ახლა ნანახი ორსაათნახევრიანი იყო და ასეთი რაღაცების ამოღების გამო გახდა ორსაათიანი” – მამუკა მდინარაძე.
‼️საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ,,შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია”.

ჩვენ არ დავუშვებთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისოები!
არა ცენზურას‼️ არა რუსულ კანონებს" ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო კანონპროექტი ცენზურას ითვალისწინებს. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ ფილმებიდან კონკრეტული ადგილები ამოიჭრება. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იმედი წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
​​TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics