11:07 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 01:27:14, 437 ნახვა

სამართალი
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან

ქალა ტვინის ტრამვა და ნახეთქი ჭრილობა თავის არეში, სავარაუდოდ დღეს სამკურნალოდ დარჩევა კლინიკაში -ამის შესახებ ჟურნალისტებს გია ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკის ექიმმა განუცხადა.

. "[ჯაფარიძის] ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება დაკვირვების ქვეშ. უტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე სტაბილურია მისი ზოგადი მდგომარეობა. ქალა-ტვინის ტრავმა არის, ნახეთქი ჭრილობა, თავის არეში, ძირითადად სახისა და თავის არეში. დღეს უტარდება კვლევები და სავარაუდოდ, დარჩება ჩვენთან მკურნალობის გაგრძელების მიზნით. [მდგომარეობა] სტაბილურია, მაგრამ საყურადღებოა ამ შემთხვევაში. - აცხადებს მკურნალი ექიმი.

.ექიმის თქმით, დიმიტრი ჩიქოვანს ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება და შესაბამისი კვლევები უტარდება.

პაციენტს [ჩიქოვანს] ჩაუტარდა კვლევები, ინსტრუმენტარული კვლევები. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა საყურადღებო არის. პაციენტი დარჩება მკურნალობის გაგრძელების მიზნით ჩვენს კლინიკაში. დაზიანება არის სახისა და თავის არეში, მრავლობითი ექსკორიაციები. აქ არის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ექსკორიაციები მრავლობითი, ჭრილობები არ არის," - განაცხადა ექიმმა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
BBC - ირანის დროებით პრეზიდენტად მოჰამად მოჰბერია დაინიშნება
CNN - ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics