16:01 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 19:32:47, 354 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და არ იქცეს კანონად

ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც სიტუაციას ძალიან ართულებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. 

ჰერჩინსკის თქმით, ევროპულმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და "იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და ეს არ იქცეს კანონად".

"ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც სიტუაციას ძალიან ართულებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ მოხდეს პროგრესი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და გადაინაცვლოს ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, მოლაპარაკებების დაწყებაზე.

ეს უკვე მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში და ჩვენ მათ უნდა დავეწიოთ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ ძალიან მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან ამის მისაღწევად.

თუმცა ამისთვის ჩვენ უნდა მოვაგვაროთ იმ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის პრობლემა. როგორც ევროპულმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და ეს არ იქცეს კანონად", - განაცხადა ჰერჩინსკმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი - ნატოს უკრაინაში სამხედროების გადასამზადებლად ჯარების გაგზავნის არ უნდა შეეშინდეს, რადგან ეს ომში ჩართვას არ გამოიწვევს
ბესიკ ამირანაშვილი - გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წინ დიდი გზა გაქვთ და თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ლაღ სტუდენტობას
შუახევის მერი ბარათაულის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო
ქედის მერის პირველი მოადგილე დაბა ქედის ვახტანგ პაპუნიძის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics