2023-07-20 13:56:29, 1176 ნახვა
Lifestyle
ჰარი სტაილსმა ახალი მუსიკალური ვიდეო – Satellite გამოუშვა
„ჰიუსტონ ჩვენ აქ ვართ და ჰარი სტაილსის ახალი მუსიკალური ვიდეო გვაქვს“. – წერს ბილბორდის ამერიკული გამოცემა ჰარის ახალი კლიპის შესახებ. 29 წლის პოპ-ვარსკვლავმა, ოთხშაბათს სამ მაისს, სიმღერისთვის Satellite საინტერესო ვიდეო-კლიპი გამოსცა. ჰარი სტაილისის რეჟისორობით და ობე პერისთან თანამშრომლობით შექმნილი კლიპის ვიზუალი, ანიმაციური ფილმის Wall-E-ის ინსპირაციაა. მტვერსასრუტ-რობოტი, ვიდეო-კლიპში კონცერტის დროს სცენაზე აღმოჩნდება, თუმცა მას ტერიტორიიდან დაცვის თანამშრომელი გააძევებს. თავგადასავლების ძიებაში რობოტი მოგზაურობას იწყებს და ფინალურ სცენარში ჰარი სტაილთან ერთად ვარსკვლავებს უცქერს. ჰარი სტაილსმა ვიდეო-კლიპის გამოსვლა ორი დღის წინ დააანონსა. Satellite 2022 წლის ალბომის Harry’s House-ის მეოთხე სინგლია, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი სიმღერების – As It Was, Late Night Talking და Music For a Sushi Restaurant-ის შემდეგ გამოვა. პოპ-ვარსკვლავი ამჟამად ტურნეში სახელწოდებით love on tour-ში იმყოფება, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ნახეთ ჰარი სტაილსის ახალი ვიდეო-კლიპი Satellite: ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|