2023-08-16 13:54:54, 1100 ნახვა
სპორტი
ქართული რაგბის პიონერი ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა
კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდა ქართულ რაგბს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 69 წლის ასაკში ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა. დაიბადა ვანის რაიონის სოფელ შუაგორაში. ბავშვობაში დაინტერესებული იყო კალათბურთით და ფეხბურთით. მართალია, რაგბის თამაში გვიან, 23 წლის ასაკში დაიწყო ქუთაისში, მაგრამ უკვე ორ წელიწადში სსრკ პირველი ნაკრების წევრი გახდა. უნივერსალი მორკინალი, 3-8 ნომერი. ქუთაიოსის „აიაში“ („სახლმშენი“, „მშენებელი“) საბჭოეთის სამგზის (1987, 1988, 1989) ჩემპიონი და ბრინჯაოს (1985) პრიზიორი, ორგზის (1987,1990) თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი რაგბში და ლელობურთში; სსრკ ჩემპიონატის (1981) ბრინჯაოს პრიზიორო თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში; საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჩოხატაურის „ჯანის“ რიგებში. სსრკ ნაკრებში ევროპის ერთა თასის ორგზის ვერცხლის (1986-87, 1988-89) და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1983) პრიზიორი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. ბორჯღალოსანთა პირველი ტესტის მონაწილე (12.09.1989, ქუთაისი, ზიმბაბვე - 16:3) 1989-1990 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. დაკრძალვა ხუთშაბათს, 17 აგვისტოს, ვანის რაიონი სოფ შუაგორა; გამოსვენება 14 საათზე ქუთაისის რაგბის სტადიონიდან ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|