2023-08-26 22:25:01, 1027 ნახვა
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგში შოტლანდიასთან დამარცხდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 6:33 დამარცხდა. "პირველი არხის" ცნობით, გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიელთა პირველ შემოტევას კარგად გაუმკლავდნენ და თანდათან უპირატესობაც მოიპოვეს, რაც მე-11 წუთზე ანგარიშშიც აისახა – ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს და ლუკა მატკავამ დარტყმა ზუსტად შეასრულა. შეხვედრა ქართველი მორაგბეების უპირატესობით გაგრძელდა. მე-20 წუთზე „ბორჯღალოსნები“ ძალიან ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ მასპინძლებმა მოახერხეს თავის დაცვა, იმ ეპიზოდში არბიტრმა ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა და მატკავამ კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა – 6:0 მეორე ტაიმი შოტლანდიელებმა აქტიურად დაიწყეს, ერთგვარი შტურმი მოაწყვეს ჩვენს ნახევარზე და ტაიმის საწყის ხუთ წუთშო ორი ლელოს დადება მოახერხეს, ორივე ზუსტად გარდასახეს და 14:6 დაწინაურდნენ. შოტლანდიელები აქტიურად თამაშს განაგრძობდნენ, მე-60 წუთზე კიდევ ერთი გარდასახული ლელო მიითვალეს და უპირატესობა გაზარდეს. საბოლოოდ მასპინძლებმა მეორე ტაიმში ხუთი ლელოს დადება მოახერხეს და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 33:6. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|