2024-03-12 10:29:32, 596 ნახვა
სპეციალური ანონსი
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთს ეწვევა
12-13 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდერ შტუბთან გამართავს. "შეხვედრა გაიმართება ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს, ევროკავშირის საკითხებში ფინეთის პარლამენტის დიდი კომიტეტის წარმომადგენლებს და ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მატიას მარტინენს. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებას",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, თეირანელი მეხორცეს დასასრული- რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
ბენი განცმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას „ისტორიული მასშტაბის დანაშაული“ უწოდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|