2024-03-22 13:23:23, 528 ნახვა
სხვადასხვა
აშშ-მ უკრაინას თხოვა შეაჩეროს რუსეთზე დრონით თავდასხმები, ნავთობის ფასის ზრდის შიშით
შეერთებულმა შტატებმა სთხოვა უკრაინის ხელისუფლებას შეაჩერონ თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. აშშ-ს პოზიციით, დარტყმებმა შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა და ასევე გამოიწვიოს რუსეთის პასუხი. - ამის შესახებ Financial Times-ი დისკუსიებში გაცნობილ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროების თანახმად, ვაშინგტონიდან გაფრთხილებები არაერთხელ გაეგზავნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ხელმძღვანელობას და დაზვერვის მთავარ დირექტორატს. რუსეთი, მიუხედავად სანქციებისა, რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგო ექსპორტიორად, წერს FT. ნავთობის ფასი წელს დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და ბარელზე 85 დოლარს მიაღწია, რაც საწვავის ფასებს ზრდის სწორედ მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იწყებს ხელახალი არჩევნების კამპანიას. გარდა ამისა, ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ რუსეთი, რომელიც გაბრაზებულია მის გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებით, შეიძლება ხელი შეუშალოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობას, რომელიც მნიშვნელოვანია დასავლური ეკონომიკებისთვის. საუბარია, კერძოდ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მილსადენზე, რომლითაც ყაზახეთიდან ნავთობი რუსეთის გავლით მსოფლიო ბაზარზე მიედინება. ”ჩვენ არ ვამხნევებთ თავდასხმებს რუსეთის შიგნით,” - განუცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა FT-ს. აშშ-სა და უკრაინის დანარჩენმა დაინტერესებულმა სტრუქტურებმა არ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებს. The Insider-ის გათვლებით, წლის დასაწყისიდან რუსეთში განხორციელდა სულ მცირე 15 თვითმფრინავის თავდასხმა 13 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ქვეყნის 9 რეგიონში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის სანქციებია
დღეიდან „თიბისის“ მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ
მერია - საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა
საფინანსო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|