2024-04-18 11:54:54, 283 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული პირი კარგად გაერკვეს ამ კანონის მნიშვნელობაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირები, წლის ჭრილში ადეკლარირებდნენ იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან". „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის სულისკვეთებაში ყველა დაინტერესებული პირი გაერკვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან და შესაბამისად, ამ საერთო მიზანს ემსახურება - მეტ გამჭვირვალობას. როგორც მოეთხოვება მთავრობას გამჭვირვალობა, ასევე ყველას, ვინც საჯარო სფეროში მოღვაწეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლიურად ახდენდეს ამ შემოსავლების დეკლარირებას. ეს არ ქმნის პრობლემას ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც გრანტებით და სხვა დახმარებებით ახორციელებენ მათ საქმიანობას, იღებენ განათლებას, თუმცა, არსებობს მთელი რიგი ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წლის განმავლობაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მალავს ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის საფუძველზე დარეგულირდეს მათი შემოსავლები", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), დღეიდან „თიბისის“ მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ
მერია - საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა
საფინანსო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
ჰააგის სასამართლოს პროკურორი ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|