2024-04-21 14:46:17, 289 ნახვა
რეგიონი
უცხოელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ
უცხოელი ჟურნალისტების მედიატურები აჭარაში გრძელდება - ამჯერად, რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ებრაელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ჟურნალისტებმა ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. "ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის შესახებ სტატიების, ბლოგებისა და სიუჟეტების გამოქვეყნების მიზნით ჟურნალისტებს 25-მდე სამიზნე ქვეყნიდან უმასპინძლებს. რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს აჭარის პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზეც ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა 20-მდე ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბაზრებზე",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|