2024-04-22 14:31:42, 299 ნახვა
რეგიონი
ქედაში, დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს დასუფთავება, თუ მეტი ხის დარგვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. დაბა ქედაში, ამ დღესთან დაკავშირებით ყადირ შერვაშიძის სკვერში მწვანე ნარგავები დაირგო, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, რესურსცენტრის დირექტორმა დურმიშხან შავიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ და ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. "ასევე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|