18:26 - 20 May, 2024
2024-04-23 09:39:01, 538 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევისკენ მიმავალი ყველა „შაჰიდი“ ჩამოაგდეს, რასაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხება ოდესას, როგორც BBC იუწყება, „შაჰიდებით“ შეტევის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. „ოდესაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და გაჩნდა ხანძარი. მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 3 ბავშვია. 7 ადამიანი დაშავდა და მიიღო დაზიანება, მათგან 2 ბავშვია“, - წერს მედია ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|