2024-05-03 15:09:45, 434 ნახვა
მსოფლიო
Reuters - თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეაჩერა
თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზად ღაზაში გაუარესებული „ჰუმანიტარული ტრაგედია“ სახელდება. „ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები, რომელიც ყველა პროდუქტს მოიცავს, შეჩერებულია. თურქეთი მკაცრად და მტკიცედ განახორციელებს ამ ახალ ზომებს, სანამ ისრაელის მთავრობა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტ და საკმარის ნაკადს არ დაუშვებს“, - წერს მედია უწყების განცხადებაზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, გასულ თვეში თურქეთმა ისრაელში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა. როგორც ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, შეზღუდვა იმოქმედებდა მანამ, სანამ ისრაელი "არ შეწყვეტდა ცეცხლს და არ დაუშვებდა ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდებას ღაზას სექტორისთვის". ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|