2024-05-03 21:54:36, 346 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - რუსეთი მზადაა, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები განიხილოს
რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მარია ზახაროვამ ჩამოთვალა პირობები ის პირობები, რომლებიც, „უკრაინის კრიზისის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირებისთვის“ არის საჭირო. „გლობალურად თუ ვისაუბრებთ, რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია უკრაინის კრიზისის დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკის მიმართ თანამედროვე რეალიების, უსაფრთხოების სფეროში რუსეთის შეშფოთებების გათვალისწინებით. უკრაინის კრიზისის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირებისთვის უნდა იქნეს აღმოფხვრილი მისი პირველადი მიზეზები. დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებით მომარაგება, კიევის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, უკრაინა უნდა დაუბრუნდეს საკუთარი სახელმწიფოებრიობის საწყისებს, ნეიტრალურ, ბლოკგარეშე, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს“, - განაცხადა ზახაროვამ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|