18:26 - 20 May, 2024
2024-05-08 09:38:59, 359 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვედნაყოფი "შავი არწივი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. "შავი არწივის" ცნობით, დაღუპულები ამავე ქვედაყოფის მებრძოლები - დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე არიან. "ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ ქვედანაყოფი "შავი არწივის" მებრძოლები - დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე. ქვედანაყოფი "შავი არწივი" ოჯახებს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!" - ნათქვამია ქვედანაყოფის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|