2024-05-08 16:08:24, 399 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ლადო აფხაზავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართვეელოს პროკურატურამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთი პირის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 'საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა. კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გამართა
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება
მსხილაძე - პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია - აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ირღვევა
ავჭალაში, ბერიაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|