18:36 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 14:11:23, 507 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 546 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, ამავე პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები 1 330-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო.

ყველაზე მეტი არასრულწლოვანი დაზარალდა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ, ბომბავენ სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავჭალაში, ბერიაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის სანქციებია
დღეიდან „თიბისის“ მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics