2024-05-09 19:08:47, 352 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ერთობლივი განცხადება - ევროპის დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ტერორი მოუწყო
ევროპის დღეს " ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ტერორი მოუწყო საკუთარ ხალხს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა რუსთაველის თეატრის წინ გააკეთეს. პოლიტიკოსები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ 11 მაისს ევროპის მარშს შეუერთდნენ და "უარი უთხრან რუსეთის გეგმებს საქართვლოში". "გუშინ "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ევროპის დღის საწინააღმდეგო მოქმედებები განახორციელა. მან გამოუცხადა ტერორი საკუთარ მოქალაქეებს. გუშინ მან ცალსახად აჩვენა საზოგადოებას, რომ მას არ შეუძლია განსხვავებულ ადამიანებთან, განსხვავებულ პოლიტიკური ხედვის ადამიანებთან თანაარსებობა. უფრო მეტიც, ის გადასულია ტერორსა და ძალადობაზე და ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აბსოლუტურად ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და დაკავებულია პოლიტიკური შურისძიებით იმიტომ რომ იოლად ახერხებს აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების იდენტიფიცირებას, მაგრამ ვერ ახდენს იმ მოძალადეების იდენტიფიცირებას, რომლებიც პოლიტიკური პარტიების, აქციების მონაწილეების დევნას და ცემას ახდენენ ამ ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ არ დავთმობთ ერთ ნაბიჯზეც ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ევროპულ მომავალს. ვიქნებით მტკიცედ და ერთიანად ევროპული ღირებულებების და საქართველოს დაცვის სადარაჯოზე", - განაცხადა თამარ კორძაიამ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|