18:36 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 00:53:39, 253 ნახვა

სამართალი
ინფლუენსერ სალი წვერავას მანქანა დაუზიანეს

ინფლუენსერ სალი წვერავას, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეცაა, გუშინ ღამით უცნობმა პირებმა მანქანა დაუზიანეს.

მისი თქმით, სახლ-მანქანას ჩალეწილი აქვს შუშები, დაჭრილი საბურავები, ასევე წაღებულია მანქანის ნომერი.

"გუშინ ღამით ჩვენს სახლ-მანქანას თავს დაესხნენ უცნობი პირები, ჩალეწეს შუშები, დაჭრეს საბურავები, წაიღეს მანქანის ნომერი მოკლედ განადგურებულია მანქანა… საქმე გადაცემულია პოლიციაში! მანქანა გადაყვანილია პოლიციის ეზოში.

სახლ-მანქანაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, რომლებსაც, 90%-ით დაფიქსირებული აქვს მომხდარი ფაქტი, ველოდებით ექსპერტიზას, რომ ამოიღოს მასალები.

მთელი გული, სული და რესურსი ჩავდეთ ამ სახლ-მანქანის გაკეთებაში, უდიდესი იმედი გვაქვს რომ მალე გაირკვევა ყველაფერი და დავიბრუნებთ ჩვენს სახლს! ძლივს მოვედი გონს სიტყვებს ვერ ვუყრი თავს უბრალოდ გაოგნებული ვარ!", - წერს წვერავა სოციალურ ქსელში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავჭალაში, ბერიაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის სანქციებია
დღეიდან „თიბისის“ მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics