2024-05-10 13:13:19, 336 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ჩიქოვანი - რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას
რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას. გაგვლახავენ და ავდგებით, რობოკოპებით გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ გამოვალთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამბობს, რომ ქართველი ხალხის ნება ევროპაა. „გაგვლახავენ და ავდგებით, რობოკოპებით გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას. მე მახსოვს, რომ ორი ადამიანი, მაგრამ ვიდეოზე ყველამ ნახეთ, რამდენი იყვნენ. შემდეგ ვნახეთ სხვა ვიდეოებიც, რომ დაჯგუფებით მოძრაობენ დაქირავებულები „ტიტუშკები“ თუ არც კი ვიცი რა დავარქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაფერია. ხვალაც აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ზეგაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერაფერს ვერ დაგვიშავებენ. არავინ არ დაინტერესებულა, არც დავუკითხივარ არავის. შსს არის ჩვეულებრივი იარაღი ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ და ის მოქმედებს ხალხის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უკან დგას რუსეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი. ქართველი ხალხის ნება არის ევროპა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რამდენჯერაც საჭიროა, ამ მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი",- ამბობს ჩიქოვანი. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. ჩიქოვანი მძიმე ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|