00:29 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 15:14:05, 315 ნახვა

საზოგადოება
„სტუდია მონიტორი“ - ნინო ზურიაშვილს კუთვილი მანქანა დაუზიანეს

„სტუდია მონიტორის“ დამფუძნებელს, ნინო ზურიაშვილს კუთვილი მანქანა დაუზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სტუდია მონიტორი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდა ამისა, ზურიაშვილის სახლის ფასადზე შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს.

„უკვე მესამე დღეა, გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი „სტუდია მონიტორისა" და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ.

დღეს დილით, ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები.

გუშინ, ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც „სტუდია მონიტორის" ოფისია განთავსებული.

ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს.

ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.

მიუხედავად ამისა, „სტუდია მონიტორის“ გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას“, - აღნიშნულია „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics