2020-11-21 10:42:15, 4751 ნახვა
კახა კალაძე - მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევა პარლამენტში და იქ გააგრელებს მუშაობას
მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევა პარლამენტში და იქ გააგრელებს მუშაობას, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურზე ოპოზიციის ბოიკოტს. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. „დღეს ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებულ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პოლიტიკური ჩიხს, იცით, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია, ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და იქ გაგრძელდება მუშაობა. ხელახალი არჩევნების ჩატარების არანირი საფუძველი არ არსებობს. საზოგადოებამ პოლიტიკურ გუნდებს, პოლიტიკოსებს მისცა ხმა, რადგან მათ იმუშაონ პარლამენტიდან, შესაბამისად, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია, ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლების. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა არიან კონკრეტული ადამიანები, მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება“, – განაცხადა კალაძემ. ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|