2022-04-01 15:49:38, 3165 ნახვა
კულტურა
იუნესკო - მსოფლიო მემკვიდრეობა საფრთხეშია უკრაინაში ომის გამო
იუნესკოს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს ათობით ეკლესია, ისტორიული ძეგლი და მუზეუმი უკვე დაზიანდა. ახლა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რაც ჩერნიგოვში ხდება. გაეროს კულტურის სააგენტომ ომის ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაზიანებული კულტურული ძეგლების წინასწარი სია შეადგინა. ამ დროისთვის დანგრეულია ან დაზიანებულია 29 სალოცავი, ისტორიული მნიშვნელობის 16 შენობა, ოთხი მუზეუმი და ოთხი ძეგლი. "ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ვითარებით. უკრაინაში კაცობრიობის მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება", - განაცხადა იუნესკოს წარმომადგენელმა ერნესტო ოტონემ. უკრაინის ტერიტორიაზე არის შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კერძოდ ლვოვსა და კიევში; ქალაქები ოდესა და ხარკოვი შედის შემოქმედებითი ქალაქების ქსელში, ხოლო უკრაინის ზოგიერთი ეროვნული არქივი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ
ბაიდენი - ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდი არ არის
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|