2023-06-08 10:43:27, 1650 ნახვა
კულტურა
ბრუნო მარსი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ბრუნო მარსი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს. ბრუნო მარსი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარსდგება. ბილეთების შეძენა 20 ივნისს 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. "15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია. პოპ მუსიკის, R&B, ფანქის და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა. ბილეთების შეძენას 20 ივნისის 10:00 საათიდან შეძლებთ. ღონისძიების დასაწყისი: 21:00. კარები გაიღება: 17:00 Starring Georgia 2-წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream",- ნათქვამია „ბლექ სი არენას" ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ერდოღანი - ირანის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, ერთდღიან ეროვნულ გლოვას ვაცხადებთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ
ბაიდენი - ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდი არ არის
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|