2023-12-17 11:48:46, 1412 ნახვა
Lifestyle
მეთიუ პერი კეტამინის მწვავე ზემოქმედებით გარდაიცვალა
"მეგობრების" ვარსკვლავი მეთიუ პერი გარდაიცვალა "კეტამინის მწვავე ზემოქმედებით", - ნათქვამია ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის განცხადებაში. მსახიობის სიკვდილს ასევე შეუწყო ხელი „გულის კორონარულმა დაავადებამ და ოპიოიდების ზემოქმედებამ“, მაგრამ ეს პირველ რიგში აიხსნება იმ წამლის „მწვავე ეფექტებით“, რომლითაც მის „დეპრესიას მკურნალობდნენ“. „მისი სისხლის ნიმუშებში ნაპოვნი კეტამინის მაღალი დონით, სიკვდილის ძირითადი მიზეზები იყო როგორც გულ-სისხლძარღვთა გადაჭარბებული აგზნება, ასევე სუნთქვის დეპრესია“, - ნათქვამია მოხსენებაში, ციტირებულია CNN-ის მიერ. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ პერის სისხლში აღმოჩენილი კეტამინის დონე ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებული რაოდენობის ტოლფასი იყო. მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. პერის ცხედარი საკუთარ სახლში ჯაკუზში იპოვეს. სერიალი მეგობრები გადიოდა NBC-ზე 1994 წლიდან 2004 წლამდე. იგი მიყვება ექვსი ახალგაზრდა ნიუ-იორკელის ცხოვრებას. ის 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალად იქცა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აჩვენეს. 2021 წელს გამოვიდა სიტკომის "Friends: Reunion" სპეციალური ეპიზოდი, რომელშიც ითამაშა ორიგინალური სერიალის ყველა მსახიობი. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|