2023-12-26 22:52:12, 1209 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის კოდექსზე - ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია
„თავდაცვის კოდექსი“ არის მთავარი სამართლებრივი აქტი, რაც გამოცემულა ამ უწყებაში და ინსტიტუციურად არეგულირებს უწყების ფუნქციონირებას, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან განვითარების გეგმებში. ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც დიდ პრობლემას უქმნიდა თავდაცვის ძალებს და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, აღმოფხვრილია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ სამომავლო შედეგებზეც ისაუბრა, რაც ახალი თავდაცვის კოდექსით მიიღწევა. „არ მინდა საზოგადოება შეშინდეს და იფიქროს, რომ ეს ტოტალური გაწვევა იქნება, მას შემდეგ რაც ჩვენ დავხურეთ ისეთი სივრცეები, რომელსაც ბოროტად და არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ კონკრეტული ჯგუფები. შედეგად, ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია. ჩვენი პირობებით მივაღწევთ იმ შედეგს, რაც გვჭირდება, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შევინარჩუნოთ. ჩვენი დღევანდელი გეგმაა, წელიწადში 4000-5000 სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე გავიწვიოთ, რაც საბოლოო ჯამში იქნება იმ მიზნისკენ მიმართული, რომ შევქმნათ კარგად მომზადებული რეზერვი ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|