2023-12-27 11:50:21, 728 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურარურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ანგარიში პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიმართულებით წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთა; ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველი საქმეები; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები; ქურდული სამყაროს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. "საუბარი შეეხება შედეგების სტატისტიკურ და ანალიტიკურ მიმოხილვას, განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და სამომავლო გეგმებს. აღნიშნულ საკითხებზე საბჭოს წინაშე ანგარიშით ასევე წარდგებიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი. საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დღეს, 27 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართება, რომელიც საპროკურორო საბჭოს და საქართველოს პროკურატურის ოფიციალური Facebook გვერდების მეშვეობით, პირდაპირ ეთერში, უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა. საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოა, რომლის ძირითად მიზანს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), შსს - ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დავაკავეთ, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა
მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიანტი
ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც შეუერთდა
|
ომი უკრაინაშიანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|