2024-02-17 11:22:49, 555 ნახვა
სამხედრო
სამთო მომზადების სკოლამ 18 წლის იუბილე აღნიშნა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა დაარსებიდან 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, მათ სკოლის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე სკოლის ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადეს. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. "საიუბილეო ღონისძიებაზე „სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამის“ დასრულებაც აღინიშნა. კურსი სამი კვირის განმავლობაში დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა. სამთო მომზადების სკოლაში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიანტი
ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც შეუერთდა
ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა
ერდოღანი - ირანის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, ერთდღიან ეროვნულ გლოვას ვაცხადებთ
|
ომი უკრაინაშიანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|