2024-04-16 14:11:28, 261 ნახვა
ეკონომიკა
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციები ჩაერთვებიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ გადამზიდველთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და საქართველოში რეგისტრირებულ სხვა საავტომობილო სატვირთო გადამზიდავებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა ბათუმში გამართა, სადაც კიდევ ერთხელ იმსჯელეს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით. ლევან გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდავების ასოციაციებში გაწევრიანების პირობებიც, რაც გააადვილებს და ცივილურ ფორმას მისცემს მხარეებს შორის შემდგომ თანამშრომლობას. შეხვედრა მე - 3 ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას მცირე რაოდენობით გადმოეცემა, ნაყოფიერად წარიმართა, სადაც ვიმსჯელეთ სააგენტოსა და პროფესიულ ასოციაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე განვიხილეთ საკითხი შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციების ჩართულობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან გამყრელიძემ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ზოგადად სახმელეთო გადაზიდვის სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები და გამოთქვეს მზაობა შემდგომ ეტაპზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ნინო თანდილაშვილი მე-15 პეტერსბერგის კლიმატის დიალოგში (Petersberg Climate Dialogue) სიტყვით გამოვიდა
პრეზიდენტი - ვინც თესავს დაპირისპირებას, საკუთარი ჯარის წინააღმდეგაც არის - ვინც ქადაგებს ერთობას, მომავალზე დებს ფსონს
პრეზიდენტი - ვიღაცებს სურთ, რომ მოკავშირეები წარმოადგინონ ომის პარტიად - ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა
პროგრამის „მიწის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა“ ეროვნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|