2024-04-18 11:32:33, 361 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ASTANA STARS-ის მონაწილე გოგონათა ბენდ „117“-ს შეხვდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე დუბაის საერთაშორისო ფესტივალის, სახელწოდებით ASTANA STARS მონაწილე გოგონათა ბენდ "117"-ს შეხვდა და წარმატებული გასტროლი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გოგონათა ბენდს 11-18 წლის კატეგორიაში - II ადგილის დიპლომი გადაეცა. "ფესტივალში რამდენიმე ქვეყნის ინსტრუმენტალური, ვოკალური, ქორეოგრაფიული, ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი, ანსამბლი და სოლო შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული გოგონათა ბენდი "117", კალისტრატე ცინცაძის ხელმძღვანელობით. ფესტივალი ოფიციალურად 13 აპრილს გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი გაიმართა. ბენდი "117" 2022 წელს ჩამოყალიბდა და მის რეპერტუარში შედის როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერები. ბენდთან ერთად, დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე და ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის ხელმძღვანელი ნინო ბერიძე იმყოფებოდნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მედია - ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლეს
შოლცი - გარკვევით ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და არ უნდა ყოფილიყო მიღებული, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა
პაპუაშვილი - ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება
კალაძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა ის ხშირად არღვევს კონსტიტუციას
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|