2024-04-21 11:55:47, 375 ნახვა
ომი უკრაინაში
მიშელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებაზე - ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება. როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, "ეს მკაფიო სიგნალია კრემლისთვის". "მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც ამტკიცებს დიდი ხნის ვადაგადაცილებულ, გადამწყვეტ 60 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის - ისინი, ვისაც სჯერათ თავისუფლებისა და გაეროს წესდების, განაგრძობენ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას",- წერს მიშელი X-ზე. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|