2024-04-22 09:28:17, 366 ნახვა
სამართალი
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები - რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ, "ტელეგრამში" გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. "მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია "ტელეგრამში" გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა",- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე", რუსულენოვან არხში ანონიმური პირები იტყობინებოდნენ, რომ 22 აპრილს, თბილისში მდებარე რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ. ავტორი: ექსპრესნიუსი, მედია - ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლეს
შოლცი - გარკვევით ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და არ უნდა ყოფილიყო მიღებული, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა
პაპუაშვილი - ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება
კალაძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა ის ხშირად არღვევს კონსტიტუციას
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|