2024-04-24 12:50:30, 359 ნახვა
მსოფლიო
პავილიონისი - „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვს
„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პავილიონისის ცნობით, ეს ქვეყნებია: ბელგია, ბულგარეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია. „საერთო ჯამში უკვე 20 ევროპელი თავმჯდომარე გამოხატავს პროტესტს საქართველოში რუსული კანონის მიმართ“, - წერს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. შეგახსენებთ, 3 აპრილს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 5 აპრილს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დასავლური ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მოუწოდეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, მოეხნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან მათი თქმით, ამ „კანონპროექტის წარდგენა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს ძირს უთხრის“. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|