12:18 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 16:21:44, 327 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იქნება დღე, როდესაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება.

„მოგეხსენებათ, რომ 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება პარლამენტთან, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება. მე მსურს თითოეულ აჭარის მაცხოვრებელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ყველამ ერთად გამოვხატოთ ჩვენი ერთიანობა. ამიტომ, მოგიწოდებთ, კვლავაც ერთად დავდგეთ.

ვისაც გწამთ და გჯერათ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა, ყველას ვალია შევინარჩუნოთ და დავიცვათ ის ფასეულობები, რომელიც უახლეს ისტორიაში, 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გადაარჩინა „ქართულმა ოცნებამ" და რომლის დაცვასაც შეეწირნენ ჩვენი წინაპრები და რომლის დაცვაც არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საეჭვო და ხშირ შემთხვევაში შავი ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა და გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა, ხელში ჩაიგდონ ქართველი ხალხის ბედი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე. ამიტომ, კვლავაც ერთად დავდგეთ და ჩვენი ერთიანობით ვაჩვენოთ მსოფლიოს თუ სად დგას ქართველი ხალხი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული განვითარება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლების საკითხის განხილვის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შსს - ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დავაკავეთ, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა
მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიანტი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics