09:38 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-25 09:55:10, 384 ნახვა

მსოფლიო
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების ფარულად გადაცემას ადასტურებს.

როგორც სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, ATACMS-ების გადაცემა მარტში მოხდა და ის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის ATACMS-ის ტიპის რაკეტები მიგვეწოდებინა მათსავე სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. რაკეტების გადაცემა დაიწყო მარტში და სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. ATACMS-ები უკრაინაში უკვე ჩავიდა",- თქვა ჯეიკ სალივანმა.

ცნობისთვის, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების ფარულად გადაცემის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა
ნეთანიაჰუ - ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება ისრაელის წინააღმდეგაა მიმართული
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics