09:06 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-25 22:04:22, 334 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

შოლცმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეებს, რომლის მიხედვითაც "ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები და ევროკავშირი უფრო აქტიური უნდა იყოს გლობალურ ასპარეზზე".

„საფრანგეთს და გერმანიას ერთად სურთ, ევროპა ძლიერი დარჩეს. თქვენი სიტყვა შეიცავს კარგ იმპულსებს ამის მისაღწევად. ჩვენ ერთად წავწევთ წინ ევროკავშირს პოლიტიკურად და ეკონომიკურად. მხარს ვუჭერთ სუვერენულ და ინოვაციურ ევროკავშირს. გაუმარჯოს ევროპას“, - წერს შოლცი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics