2024-04-26 23:36:10, 331 ნახვა
საზოგადოება
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში, - ამის შესახებ განათლების კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი. განათლების კოალიცია მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ მათი მოსწავლეებისა და განათლების ამოცანების ერთგულები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის აქციაში. "განათლების კოალიცია, როგორც საერთაშორისო მოძრაობის ნაწილი, შეიქმნა გამაერთიანებელი იდეით - „ხარისხიანი განათლება ყველა მოსწავლეს!“ და დღემდე ამ იდეის ერთგულია. ადვოკატირების მხრივ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები პანდემიის დროს განათლების სისტემაში ზიანის შემცირების და შემდგომ რემედიალური მიდგომების დანერგვის მიმართულებით. მათ შორის, ხელი შევუწყეთ ასამდე სკოლის საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით აღჭურვას. რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით ჩვენი პრინციპების ერთგულები და ვითხოვდით, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე განათლების სისტემას! ჩვენი მხრივ, ყოველთვის პასუხისმგებლიანად, გამჭვირვალედ ვსაქმიანობდით და ვხელმძღვანელობდით დემოკრატიული პრინციპების დაცვით. აქვე, გვსურს მოვუწოდოთ მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ მათი მოსწავლეებისა და განათლების ამოცანების ერთგულები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის აქციაში თუ სხვა ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც მხარს უჭერს რუსულ კანონს და ზიანს აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს! გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ! ", - ნათქვამია განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც შეუერთდა
ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა
ერდოღანი - ირანის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, ერთდღიან ეროვნულ გლოვას ვაცხადებთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ
|
ომი უკრაინაშიანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|