23:52 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-27 16:32:01, 323 ნახვა

მსოფლიო
ტუსკი - ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა

ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

ტუსკი ასევე გამოეხმაურა წინა პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას და აღნიშნული ფაქტი შეაფასა, როგორც ანტიევროპული სტრატეგიის ჩამოყალიბება.

"დღეს ლვოვის რაიონში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში. ამ დროს მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან აყალიბებს საერთო ანტიევროპულ სტრატეგიას. სისულელე? ღალატი? ან ორივე?", - წერს ტუსკი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ფავლენიშვილი - სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი - ცოლთან და შვილთან ერთად ვიყავი
ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics