2024-04-27 16:30:10, 273 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ბათუმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს. ისაუბრეს გურიისა და აჭარის რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე. "ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, DRG დაფინანსების მოდელის კონკრეტული ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მათი, მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ საჯარო და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, დღის წესრიგში არსებულ თითოეულ საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შეხვედრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრები. ასევე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელმძღვანელი ნინო სარიშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კალაძე - გამჭვირვალობა შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულობას
ვაშაძე - მკაფიოა შეთავაზება ამერიკელი პარტნიორების მხრიდან - მაინტერესებს პასუხი „ოცნების“ დეპუტატების - ისევ რუსული კანონის მიღებას აპირებენ?!
კალაძე - ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლების საკითხის განხილვის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
|
ომი უკრაინაშიანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|