2024-04-27 16:35:22, 260 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან სამედიცინო დაწესებულების საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე კლინიკას, სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მომსახურების სტანდარტების მეტად გასაუმჯობესებლად, სამინისტრო, კლინიკასთან ერთად, აქტიურად მუშაობს. "ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის. კლინიკაში ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, რომელიც 95 პაციენტს ემსახურება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიული მომსახურების სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარძე და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო შელია", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ჯაფარიძე - კრიმპოლი ხალხს გამოკითხვაზე მასიურად იბარებს - მეც დამირეკეს
ნატალია ყიფშიძე - სასამართლოდან დამირეკეს, 20 მაისს ჩემი პროცესია დანიშნული
ირაკლი ჩიქოვანი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთში პარაკლისს დაესწრო
ქეთა მელუა - ადამიანი, რომელსაც ქალთან ერთად მქონდა ურთიერთობა, ანტი-ჰომოფობიის დღეს დიდ პატივს ვცემ
|
ომი უკრაინაშირუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|