2024-04-29 13:16:47, 317 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ლატვიელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მედიატურის მონაწილეები რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. „ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ, ჟურნალისტები მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან უცხოელი ჟურნალისტების მოწვევას წლის ბოლომდე გააგრძელებს. მაისის განმავლობაში, რეგიონში 10-მდე მედიატურია დაგეგმილი ლიეტუვადან, ფინეთიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. შედეგად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალები სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ
ბაიდენი - ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდი არ არის
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|