2024-04-29 16:23:05, 349 ნახვა
საზოგადოება
გურული - ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა - რუსმა ცალკარა წააგო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად უპირატესობა მაინც მიანიჭეს
ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა, მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი, საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ, - ამის შესახებ მოკრივე ლაშა გურული სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ლაშა გურული აღნიშნავს, რუსი მეტოქის წინააღმდეგ გამართული შეჯიბრის შემდეგ მან ორგანიზაციის მიმართ პროტესტი გამოთქვა, რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა. "ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო. ერთი იმას ვიტყვი რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს,სიტყვები დატოვეს რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ. ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო შორიდან მემუშავა რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილოყო. ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა ამიტომაც ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|