2024-04-29 19:10:46, 283 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა გაუმყარებელია - ამას მოწმობს სააკაშვილის წერილიც
ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს სტრასბურგისადმი თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციის ის პუნქტი, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, სულ მცირე, ტენდენციურია. „მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი. ამ წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ეს არის თავად მათი წინადადება. ხოლო 25 აპრილს გამოსულ რეზოლუციის ტექსტში ნახსენები და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს ჰუმანიტარული მიზნით და გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე, რადგან 18 აპრილს ჯერ კიდე სააკაშვილი ითხოვს სარჩელის ამორიცხვას, ასევე აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი მოთხოვნილია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რეზოლუციის, მინიმუმ, ეს პუნქტი არის საკმაოდ ტენდენციური და ევროპარლამენტის წევრებსაც არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია. მეტიც, მათზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, როგორც ჩანს, ინფორმაციამ, რომელსაც ავრცელებს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. საზოგადოებამ ნახა, რომ მსჯავრდებულის დედა და ასევე მისი ერთი მხარდამჭერი იმყოფებოდნენ ევროპარლამენტში. თავად რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე“, - განაცხადა ბრეგაძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. ავტორი: ექსპრესნიუსი, კალაძე - ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი
კალაძე - მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი - პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ?
კალაძე - ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - საქართველო, უპირველეს ყოვლისა - ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა და დამოკიდებულება
კალაძე - გამჭვირვალობა შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულობას
|
ომი უკრაინაშიანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|